თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და  5000 ლარით დააჯარიმა.

ჟურნალისტს 2025 წლის 3 იანვარს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ

ნანუკა ჟორჟოლიანს სამართალდამცავი უწყება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რაც  ადმინისტრაციულ სახდელს 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ითვალისწინებს. 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ნანუკა ჟორჟოლიანმა მოსამართლის  აცილება მოითხოვა, თუმცა მანუჩარ ცაცუამ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.