ნობელის პრემიის ლაურეატი, მწერალი მარიო ვარგას ლიოსა მშობლიურ პერუში 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის 50-ზე მეტი ნაწარმოების ავტორია. ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მან 2010 წელს აიღო. მას "ღვთიური ნიჭით დაჯილდოებული მთხრობელი" უწოდეს.

ლიოსას ნამუშევრებს შორის არის "საუბარი კათედრალში", "მწვანე სახლი", "ვაცის ნადიმი", "ქალაქი და ძაღლები" და სხვა. თავის ნაწარმოებებში ის ხშირად ეხებოდა ავტორიტარიზმის, ძალადობისა და კორუფციის თემებს.

ლიოსა სახლში ახლობლების გარემოცვაში გარდაიცვალა. მედია მასზე წერს, რომ მწერლის ცხოვრება ისეთივე შთამბეჭდავი იყო, როგორც მისი ნაწარმოებები.