საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოჯახთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს შეხვდა.
კათოლიკოს-პატრიარქმა მიხეილ ყაველაშვილი დალოცა და საჩუქრად ხატი გადასცა.
ამასთან, პატრიარქმა ყაველაშვილს პრეზიდენტის თანამდებობაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა.