რუსეთის ეკლესიაში იყო მცდელობა მსგავსი ხატის  შეტანის და არაფრით შეატანინეს, იმიტომ, რომ არასწორი ხატია,- ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა. 

„შეიძლება წმინდა მატრონას ხატს საღებავი შეასხა და ეს მოგეწონოს? ვიღაცამ შეასხა, ეს არ არის ნორმალური მოქმედება, შეიძლება ჩათვალოთ, რომ ეს არის პროტესტი, ნორმალურია ეს ამბავი? სტალინისთვის არავის შეუსხამს. თუ სტალინის მიმართ პროტესტი გვაქვს, გამოვხატოთ, არავინ ამის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ შეიძლება მატრონას სახეში საღებავი შეასხა და ეს ნორმალურად ჩათვალო?
ვფიქრობ, რომ საპატრიარქოს განცხადება ამომწურავი იყო ამ მხრივ, რომ თუ შემომწირავები ამ ხატს არ წაიღებენ, ეს ადვილი არ არის, დიდი ხატია და ნუ როგორც მოიტანეს, ისე უნდა წაიღონ, მაგრამ თუ არ წაიღებენ საპატრიარქო გააკეთებს ამას...

სტალინის მოხვედრა ხატზე, ესეც უმეცრების ბრალი იყო, უმეცრება იმისი, ვინც ხატი შეუკვეთა და ვინც ხატი შეასრულა. ხატმწერმა, რომელმაც დაწერა ეს ხატი, რის მიხედვით გააკეთა ეს სცენა? მე მინახავს ეს ხატი სამების საკათედრო ტაძარში და არ მიმიქცევია ყურადღება. გავარკვიე, ორი მნიშვნელოვანი ამბავია, ერთი ის, რომ სტალინი არ ყოფილა საერთოდ მატრონასთან სტუმრად და ამიტომ ამ ხატზე ამ სცენის გამოხატვა უმეცრების შედეგია და ამის დაკავშირება რუსეთთან არ არის სწორი. რუსეთის ეკლესიაში იყო მცდელობა მსგავსი ხატის ტაძარში შეტანის და არაფრით შეატანინეს, იმიტომ, რომ არასწორი ხატია“ - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.