ათასობით მღვდელი კი არა, მილიონობითაა დახოცილი. მე მინახავს სია, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, მილიონ-ნახევარი ადამიანი, სასულიერო პირი უნდა შერაცხონ წმინდანად და ვერ ახერხებენ, რაოდენობის გამო,- ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა. 

„სტალინი და კომუნისტური პარტია ჩემთვის არ არის გაყოფილი ერთმანეთისგან და ვფიქრობ, რომ კომუნისტური პარტია უნდა გასამართლდეს, ისე როგორც გასამართლდა ნაცისტური პარტია, როდესაც შედგა ნიურნბერგის პროცესი. ამას დიდი თანხები სჭირდება, დიდი გამოძიება და შეიძლება ჩვენმა ქვეყანამ ეს ვერ შეძლოს. მარტო სტალინს კი არა ყველას, კომუნისტურ პარტიას სასამართლომ უნდა დაუდგინოს ბრალეულობა.

ათასობით მღვდელი კი არა, მილიონობითაა დახოცილი. მე მინახავს სია, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, მილიონ-ნახევარი ადამიანი, სასულიერო პირი უნდა შერაცხონ წმინდანად და ვერ ახერხებენ, რაოდენობის გამო. ეს ყველაფერი მოდის საფრანგეთის რევოლუციიდან, რომელთან შედარებითაც ეს ოქტომბრის რევოლუცია არის წვეთები. გაანადგურეს სიწმინდეები, სასულიერო პირები, თუმცა, რა თქმა უნდა, იმასაც ჰქონდა თავისი წინაპირობა. ამიტომ ვამბობ, რომ სასამართლო უნდა შედგეს, მერე ვილაპარაკოთ სტალინზე, ლენინზე და ორჯონიკიძეზე, რომლებიც რატომ უნდა მოგწონდეს ადამიანს, არ ვიცი",- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა ტვ პირველის" ეთერში.