ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას ბრძანა.
"ჩვენ თუ ერთმანეთი არ გვიყვარს, რომელ უცხოელს ვეყვარებით...
ჩატარდა არჩევნები, ვიღაცას მოეწონა შედეგები, ვიღაცას არ მოეწონა. დავრბივართ ქუჩებში, პირველი დღე, მეორე დღე, მეათე დღე, მეასე დღე და მემილიონე დღეც ხომ არ უნდა იძახო ოდესღაც.. აქეთ ხალხი დგას და ის ხალხი დგას, რომელიც რომ ფიქრობდეს რომ მართალი ხარ, შენს თავს არავის არ დააჩაგვრინებს.
შენს გამო,
რომ დარბიხარ ქუჩებში და უცხოელები რომ გეხმარებიან, ათას კანონს იღებენ, შეიძლება ის კანონები ყველას ცუდად შემოგვიტრიალდეს.
დღეს ყველა რომ შევრიგდეთ და ერთად ვიყოთ, თქვენ რა გგონიათ, ევროპარლამენტი ისევ იმას არ გააგრძლებს? მერე იტყვიან ყველა მასეთი ხართო, რასაც დღეს გვიძახის და მადლობა ღმერთს, როგორებიც ვართ.
ქუჩაში რომ დარბიან, მინდა მოვისმინო იმათგან საღი აზრი. მაგრამ არავითარი საღი აზრი ჩემთვის, პირდაპირ გეტყვით რა, მე არაფრის არ მეშინია."