ამის შესახებ ბოდბის მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. 

"როდესაც ევროპისკენ მიდიხარ, უნდა ჰკითხო რა თქმა უნდა, რა წესები აქვთ, მაგრამ იმათაც უნდა გკითხონ, შენ რა წესები გაქვს. ია კი არ არის, რადგან მოვდივარ ყველაფერი შენი მივიღო. რატომ უნდა მივიღო შენი, ეს უბრალო რამე დამითმე რა, რომ ქალი ქალია, კაცი კაცია. 
ბიჭი რომ მყავს, მოვეფერო როგორც ბიჭს და გოგო რომ მყავს, მოვეფერო როგორც გოგონას. უფლება არა მაქვს? რატომ მაძალებ იმას,რაც შენ მიგაჩნია სწორად რა...შენზე ჭკვიანებიც ვართ და შენზე დიდი ისტორიაც გვაქვს... სულ არ გვჭირდება იმის დამტკიცება რა ჯობია ჩვენთვის, მაგრამ ნუ იქნები რუსივით მოძალადე."