"ერთადერთი ქრისტიანული ქვეყანა ვართ, რომელსაც მწვალებლობაში მონაწილეობა არ მიგვიღია, თუმცა ჩვენთან არიან ისეთი სასულიერო პირები და ისტორიკოსები, თითქოს ჩვენთან მწვალებლობა ყოფილა. ვიღაც შეიძლება იყოს მწვალებელი, მაგრამ ეკლესია ჩვენთან მწვალებელი არასდროს ყოფილა", -  ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა სიღნაღის წმინდა გიორგის ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ქადაგებაზე განაცხადა.

ჩვენ წმინდა გიორგის თანამებრძოლები ვართ, ქრისტეს ერი ვართ, დედა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნიდან ვართ - უფალმა განსაკუთრებით შეიყვარა საქართველო. უფალს ყველა უყვარს, მაგრამ საქართველო განსაკუთრებით შეიყვარა, ისე როგორც იოანე ღვთისმეტყველი. ძალიან ისეთი რაღაც უნდა გავაკეთოთ- არასდროს უნდა ვუღალატოთ. ერთადერთი ქრისტიანული ქვეყანა ვართ, რომელსაც მწვალებლობაში მონაწილეობა არ მიგვიღია, თუმცა ჩვენთან არიან ისეთი სასულიერო პირები და ისტორიკოსები, თითქოს ჩვენთან მწვალებლობა ყოფილა. ვიღაც შეიძლება იყოს მწვალებელი, მაგრამ ეკლესია ჩვენთან მწვალებელი არასდროს ყოფილა. ახლა ქიზიყში ვართ... წინათ მესხეთი იყო საქართველოს დიდების მედროშე... (ქიზიყელებს თავში არ აგვივარდეს), გავიხსენოთ, რომ მერე ჩვენ ვიყავით მეწინავე ლაშქარი და ყველაფერი - დღესაც უნდა შევინარჩუნოთ ეს. თავისუფლები ვართ. უბატონო იმიტომ ვიყავით, რომ ღმერთი იყო მუდამ ჩვენი ბატონი! როგორ იმართებოდა ჩვენი დიდებული ერეკლე მეფის მიერ ქიზიყი? - ბოდბელი ეპისკოპოსის მეშვეობით. მთლიან ქიზიყს მართავდა ის, იმიტომ რომ მეფის ძალაუფლებას არ აღიარებდნენ - ღმერთის ძალაუფლებას აღიარებდნენ! გადიოდნენ და სადაც მეტი სირთულე იყო, ჯვარს იქ აღმართავდა ბოდბელი ეპისკოპოსი. ეს კარგად გაითვალისწინონ უცხოელებმაც და შეგვეშვან!" - განაცხადა მეუფე იაკობმა.