"მილიონზე მეტმა ადამიანმა არჩევანი ღმერთის და ოჯახური ფასეულობების სასარგებლოდ გააკეთა, ლონდონი, პარიზი, ბერლინი და ბრიუსელი რას მეუბნებით ახლა, რომ ჩემი არჩევანი არასწორია? ვიღაცას, ვისაც კაცი და ქალი ვერ გაერჩია ჩვენს პარტიებში, სანამ ტრამპმა არ უთხრა, რომ კაცი კაცია, ქალი ქალია, რომ არ იჯერებდნენ და დღესაც რომ არ უნდათ დაჯერება, იმათ უნდა დავუჯეროთ?" - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა სიღნაღის წმინდა გიორგის ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ქადაგებაზე განაცხადა.

"ჩვენს წინააღმდეგ ელჩები რომ გამოდიან, თქვენ გგონიათ, ელჩი თავის ჭკუაზე რამეს გააკეთებს? რასაც უბრძანებენ, რასაც ჩასძახებენ, იმას ამოიძახებს. ქართველები ხომ ისე არ უნდა ვიყოთ ისე, რომ ერთმანეთს ისე მოვექცეთ, უცხოელებმა დაგვსაჯონ და ვიღაცამ მოგაგებინოს? იმან თუ მოგიყვანა და აქ ვიღაცას უძახი არაფორმალურ მმართველობას... როდის ვიყავით ვინმეს გავლენი ქვეშ... ხედავთ, რა დღეში ვართ, შეიძლება დღეს ერთმანეთს ასე ვექცეოდეთ და იმედი გვქონდეს პარიზის, ლონდონის, ბერლინის, მოსკოვის, პეკინის თუ ვისი? ჩვენ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს, ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. რომელიმე ჩვენზე ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა? ჩვენ ხომ ის ხალხი ვართ, საბჭოთა კავშირის დროს ენა რომ შევინარჩუნეთ, სად იყვნენ ბალტიისპირელები მაშინ, უკრაინელები სად იყვნენ... ჩვენი ისტორია სულ ბრძოლაა, სულ გვიპყრობდნენ, მაგრამ მონები არასდროს არ ვყოფილვართ. დღეს ვისაც დასავლეთისკენ მიმართული აქვს (?) თავისუფლები არიან ჩვენსავით? ჩვენც არ მოგვწონს უაზრო დაპირისპირებით ვიღაცები დასაჭერები რომ ხდებიან. მერე სახელმწიფოში იღებენ ისეთ კანონებს, დღეს თუ ჩუმად ვართ იმის გამო, რომ სახელმწიფო არ ჩამოგვეშალოს,  ადრე თუ გვიან შეიძლება ჩვენს წინააღმდეგ იმუშაოს. ყველას გვესმის ეს. გვინდა ამდენი დაჭერილი ახალგაზრდა, მაგრამ ვისი ბრალია? მილიონზე მეტმა ადამიანმა არჩევანი ღმერთის და ოჯახური ფასეულობების სასარგებლოდ გააკეთა, ლონდონი, პარიზი, ბერლინი და ბრიუსელი რას მეუბნებით ახლა, რომ ჩემი არჩევანი არასწორია? ვიღაცას, ვისაც კაცი და ქალი ვერ გაერჩია ჩვენს პარტიებში, სანამ ტრამპმა არ უთხრა, რომ კაცი კაცია, ქალი ქალია, რომ არ იჯერებდნენ და დღესაც რომ არ უნდათ დაჯერება, იმათ უნდა დავუჯეროთ?... ჩვენ წმინდა გიორგის თანამებრძოლები ვართ, ქრისტეს ერი ვართ, დედა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნიდან ვართ - უფალმა განსაკუთრებით შეიყვარა საქართველო. უფალს ყველა უყვარს, მაგრამ საქართველო განსაკუთრებით შეიყვარა, ისე როგორც იოანე ღვთისმეტყველი. ძალიან ისეთი რაღაც უნდა გავაკეთოთ- არასდროს უნდა ვუღალატოთ. ერთადერთი ქრისტიანული ქვეყანა ვართ, რომელსაც მწვალებლობაში მონაწილეობა არ მიგვიღია, თუმცა ჩვენთან არიან ისეთი სასულიერო პირები და ისტორიკოსები, თითქოს ჩვენთან მწვალებლობა ყოფილა. ვიღაც შეიძლება იყოს მწვალებელი, მაგრამ ეკლესია ჩვენთან მწვალებელი არასდროს ყოფილა. ახლა ქიზიყში ვართ... წინათ მესხეთი იყო საქართველოს დიდების მედროშე... ქიზიყელებს )თავში არ აგვივარდეს), გავიხსენოთ, რო მერე ჩვენ ვიყავით მეწინავე ლაშქარი და ყველაფერი - დღესაც უნდა შევინარჩუნოთ ეს. თავისუფლები ვართ. უბატონო იმიტომ ვიყავით, რომ ღმერთი იყო მუდამ ჩვენი ბატონი! როგორ იმართებოდა ჩვენი დიდებული ერეკლე მეფის მიერ ქიზიყი? - ბოდბელი ეპისკოპოსის მეშვეობით. მთლიან ქიზიყს მართავდა ის, იმიტომ რომ მეფის ძალაუფლებას არ აღიარებდნენ - ღმერთის ძალაუფლებას აღიარებდნენ! გადიოდნენ და სადაც მეტი სირთულე იყო, ჯვარს აღმართავდა ბოდბელი ეპისკოპოსი. ეს კარგად გაითვალისწინონ უცხოელებმაც და შეგვეშვან!" - განაცხადა მეუფე იაკობმა.