ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. 

"საბჭოთა კავშირსაც მოვესწარი და ისე დაიშალა ის ქვეყანა, დღემდე ვერ მივხვდი რა ქვეყანაში ვცხოვრობდი. ვიცი რომ ვიღაცას დაპყრობილი ვყავდი და ვცხოვრობდი იქ. რა თქმა უნდა, ადამიანს არ უნდა გინდოდეს, რომ ვიღაცის დაპყრობის ქვეშ ცხოვრობდე. უფალი გეუბნება, მონობისგან გათავისუფლდიო. ღმერთი გვეუბნება, რომ არათუ მისი მონა უნდა ვიყოთ, არამედ შვილად და მეგობრად გვიღებს და წარმოიდგინეთ ახალა, ვინმეს რომ მოუნდება, რომელიმე დაჯგუფებების მონობა ან ღმერთის გარეშე რაღაც სიკეთის მიღწევა უნდოდეს. მე მახსოვს, როდესაც რუსეთის იმპერია ბობოქრობდა და მერე ლამაზი სახელი მოუგონეს - საბჭოთა კავშირი, ერთ-ერთი რესპუბლიკა ჩვენ ვიყავით ხომ?  ჩვენთან არის ადამიანთა ჯგუფები, რომლებისთვისაც პოლიტიკა როგორ კეთდება, როდესაც უყურებენ ვინ უფრო ძლიერია, ნაწილი იმ ძლიერთან თანამშრომლობს, ვინც არ უნდა იყოს...
დღეს, რომ შევადაროთ პოზიცია და ოპოზიცია, ან ხალხი რომელმაც არჩევანი გააკეთა ან ერთი ან მეორე. ერთი არჩევანი იყო ოჯახური ღირებულებები, ანუ რა იგულისხმება რომ არ უნდა გვიხდებოდეს განმარტება, რომ ქალი ქალია, კაცი კაცია."