ამის შესახებ ბოდბის მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა
"ჩვენ ვიყავით წარმმართველი ქვეყანა, რომელიც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ წავიდა. დაიშალა საბჭოთა კავშირი და რა გავაკეთეთ. გაგვიკეთეს ის, რომ დაგვაპირისპირეს ერთმანეთს და იმის მაგივრად ღმერთი გვედიდებინა, ვანგრიეთ ჩვენი ქვეყანა. ეროვნული მოძრაობის მხარეები ერთმანეთს დააჯახეს, მოსპეს ეროვნული მოძრაობა, ბევრი მოკლეს: კოსტავა, გამსახურდია..
დავხოცეთ ერთმანეთი და შედეგი რა მივიღეთ, ძმათა მკვლელი ომი და შემდეგ აფხაზეთი, შემდეგ ცხინვალის რეგიონი.
დღეს რა გვინდა ქართველებს - მე ვუყურებ დღევანდელ სიტუაციას, მე მხარე არა ვარ, მე ქართველი ვარ და სადაც ღმერთია, იქ მინდა რომ ვიდგე.
ყოველი საქმის ბოლო დასაწყისშივე ეძიება.
ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ, ვიბრძოლეთ, ვიომეთ რუსეთთან და რა მივიღეთ, აღარც აფხაზეთი, აღარ ის, დღესდღეობით არ აეის ჩვენთან, ოღონდ დავუბრუნებთ. ძმათამკვლელმა ომმა გამოიწვია ეს."