თბილისში, მეტეხის ხიდიდან მდინარე მტკვარში ავტომობილი გადავარდა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დმხმარების ჯგუფები,  საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები - მაშველები.

მდინარეზე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტომობილში.