13 ივნისს ვერეს ხეობაში მომხდარ ტრაგედიას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 1 ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 

სტიქიამ 160 ოჯახი დააზარალა, 10 ოჯახი კი საერთოდ უსახლკაროდ დარჩა.

13 ივნისის სტიქიას სულ 883 ზოოპარკის ბინადარი გადაურჩა. 

13 ივნისის ტრაგედია საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშიც მოხვდა, თბილისის სტიქიაზე წერდნენ ისეთი ცნობილი გამომცემლობები და ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები, როგორებიცაა BBCTelegraphReuters და ა.შ. რამოდენიმე დღის წინ, 8 ივლისს, ცნობილმა საინფორმაციო სააგენტო Theguardian-მა, თბილისში მომხდარი სტიქიის შესახებ ვრცელი, შემაჯამებელი სტატია გამოაქვეყნა.

აღნიშნული სტატიის ავტორი, ჟურნალისტი Andrew North-ი წერს, რომ უცხოური საინფორმაციო სააგენტოები ძირითადად გაქცეულ ცხოველებზე ამახვილებდნენ ყურადღებას, ხოლო თავად ენდრიუ, მიუხედავად მომხდარი უბედურებისა, ქართველების სტუმართმოყვარეობით იყო აღფრთოვანებული, - “მე აღფრთოვანებული ვარ ქართული სტუმართმოყვარეობით, რადგან, როდესაც ერთ-ერთ დაზარალებულთან, ილია მოსიკაშვილის სახლთან ვიმყოფებოდით, მან დანანებით მითხრა, რომ დიდი სიამოვნებით დაგვპატიჟებდა ჩაიზე, თუმცა… და ხელი თავისი ნახევრადწალეკილი სახლისკენ გაიშვირა”, - წერდა Theguardian-ის ჟურნალისტი.

პ.ს. იხილეთ "აიპრესის" არქივი 

#13ივნისი - ერთი თვე ტრაგედიიდან - რა გააკეთა ბიზნესმა
#13ივნისი - ერთი თვე ტრაგედიიდან - რა გააკეთა თბილისის მთავრობამ
#13ივნისი - ერთი თვე ტრაგედიიდან - რა გააკეთეს ბანკებმა
#13ივნისი - ერთი თვე ტრაგედიიდან - რა გააკეთეს სადაზღვევო კომპანიებმა
#13ივნისი - ერთი თვე ტრაგედიიდან - რეპორტაჟი დაზარალებულთათვის განკუთვნილი სასტუმროებიდან
#13ივნისი - ერთი თვე ტრაგედიიდან - რას ფიქრობს ოპოზიცია
#13ივნისი - ერთი თვე ტრაგედიიდან - ფოტორეპორტაჟი ძაღლთა ახალი თავშესაფრიდან
#13ივნისი - ერთი თვე ტრაგედიიდან - სახელმწიფო ხაზინაში 25 მილიონზე მეტია მობილიზებული