"მინდა შევეხო იმ ძალიან მძიმე თემას, რომელიც დღეს ყველა ჩვენგან გვაწუხებს. ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ერთ-ერთი თეატრის დასმა, რომელიც თავის თავს "სამეფო უბნის თეატრს" უწოდებს და კონკრეტულად რეჟისორმა დათა თავაძემ, დადგა რაღაც სპექტაკლი, რომელსაც თავისუფლება უწოდა. (ლიბერტე) ეს მნიშვნელოვანია თავისუფლება რომ უწოდა, რადგანაც მათ ასე ესმით როგორც ჩანს თავისუფლება.- ამის შესახებ თბილისის, ვაკის ფერიცვალების ტაძრის დეკანოზმა,  მამა საბამ (ჭიკაიძე) ვიდეო მიმართავაში განაცხადა. 

"ჩვენ წარმოუდგენელი ღვთის გმობა ვიხილეთ. ჩემთვის ყველაზე მძიმე იცით რა არის? იმაზე მეტად, რომ თავად ეს სპექტაკლი არსებობს, დაიდგა და გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც ამ სპექტაკლში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს, რომლებიც გაეცნენ იმ სცენარს, მათ ეს ტექსტი წარმოიდგინეთ დაისწავლეს, სახლში იჯდნენ, მუშაობდნენ და სწავლობდნენ, როგორ ეთქვათ, კარგად, გამოთქმით. თუმცა კიდევ უფრო მძიმე ჩემთვის ის არის, რომ ამ სპექტაკლს საკმაოდ მრავალრიცხოვანი მაყურებელი ჰყავს.  მე როგორც მითხრეს, ეს სპექტაკლი ოქტომბრიდან მოყოლებული ანშლაგებით გადის და ბილეთის შოვნა ძალიან რთულია, ზოგიერთი იმასაც კი ამბობს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლია, რაც კი უნახავთ. აი ეს, ნამდვილად ტრაგედიაა.

ღვთის გმობაც არის და ღვთის გმობაც, არსებობს რაღაც გარკვეული საზღვრები, როგორ არ გვინახავს და არ მოგვისმენია წლების განმავლობაში, წაგვიკითხავს, გაგვიგია თუ როგორ აშკარად გმობდნენ ღმერთს ადამიანები. ხანდახან შეფარულად ხდება ეს, ირიბად, მაგრამ სხვა არის, როდესაც ეს ხდება პირდაპირ, დაუფარავად. ხდება ღმერთის გინება, ყოვლადწმინდა სამების, იესო ქრისტეს გინება, შებილწვა, ყურში რომ არ შეიშვება ისეთი სიტყვების თქმა. მე ის მაოცებს, რომ ამ მსახიობს, ნუთუ არაფრის ეშინია, ან ამ რეჟისორს, ასეთი უღმერთოები როგორ არიან. მართლა არ ჯდება ჩემს გონებაში. საერთოდ მე ისეთი ადამიანი ვარ, ვცდილობ ჩემი ცოდვილობიდან გამომდინარე, ყოველ ადამიანს გამართლება როგორმე მოვუძებნო, თუმცა ეს ის შემახვევა, როდესაც მე ძალიან მიჭირს რაიმე სახის გამართლება მოვუძებნო. მე ვთვლი, რომ ეს არის ზნედაცემულობის და ღმერთ დაკარგულობის ფსკერი. ეს ადამიანები, ეს კონკრეტული მსახიობი, რეჟისორი თავიანთი სულით, თავიანთი არჩევანით დღესვე ჯოჯოხეთურ მდგომარეობაში იმყოფებიან." - ამბობს მამა საბა.