თუ არ მინდა, რომ ჩემს ქვეყანაში ისეთი კანონი ამოქმედდეს, რომელსაც არ ვეთანხმები და ამას ვაპროტესტებ, ესე იგი მშობლების პატივისცემა უნდა მასწავლოს ვინმემ? - ასე ეხმაურება ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით დღეს გამართულ შეკრებას:

"რანაირი მიმართულება მიიღო ამ ყველაფერმა. თითქოს ნიშნის მოგება და დამტკიცება მიმდინარეობს, რომ ოჯახის სიწმინდე და მშობლების პატივისცემა საფრთხის ქვეშაა და თუ კანონს აპროტესტებ, არც ოჯახი იცი და არც მშობელი. რა შუაშია ეს ყველაფერი? თუ არ მინდა, რომ ჩემს ქვეყანაში ისეთი კანონი ამოქმედდეს, რომელსაც არ ვეთანხმები და ამას ვაპროტესტებ, ესე იგი მშობლების პატივისცემა უნდა მასწავლოს ვინმემ? სად არის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და ლოგიკა? აუცილებლად ცხენით უნდა ვიჯირითო და ჩიხტი-კოპი უნდა დავიხურო, რომ ეს დავამტკიცო? აბსურდი არ არის ეს? საით მიტრიალდა ეს მსჯელობა საერთოდ? სპეციალურად შემოგდებული პოპულისტური თემები ადამიანებისთვის აქცენტების და ყურადღების გადასატანად ისეთ საკითხებზე, არაფერ შუაში რომ არ არის მიმდინარე პროტესტთან და პროტესტანტებთან."