„ქართველი ხალხისთვის მონიჭებული სიხარულისთვის მადლობა ყველა ფეხბურთელს, მადლობა ეროვნულ ნაკრებს და ფეხბურთის ფედერაციას“, - განაცხადა  თბილისის საკრებულოს წევრმა ლევან არველაძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

„მადლობა ყველა ფეხბურთელს, ეროვნულ ნაკრებს, ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც ამ ორი კვირის განმავლობაში დიდი ემოცია და სიხარული აჩუქა ჩვენს საზოგადოებას.

ასევე მინდა მადლობა გადაუხადო ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, კოკა ალადაშვილს, რომელიც არის ჩვენი გუნდის წევრი და ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც უდიდესი სიხარული მოგვანიჭეს“, - განაცხადა საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ, ლევან არველაძემ და დასძინა, რომ ეს დიდი გამარჯვება დაუღალავ შრომასთან არის დაკავშირებული.