თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს სხდომაზე 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ და მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პრიორიტეტები, მათ შორის, ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, ექსპლოატაცია და ავარიული შენობების გამაგრებითი სამუშაოები 81% -ით შესრულდა,  რაც შეეხება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა -აღდგენას 89% -ით შესრულდა, ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება 87%, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა -აღდგენა 89%-ით შესრულდა, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება კი 91%-ით. რაც შეეხება ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა -94%, ხოლო განათლება და კულტურა, სპორტი ახალგაზრდობა შესაბამისად 84% და 65% -ით შესრულდა.

ლევან არველაძემ გამოსვლა ოპოზიციისადმი მიმართვით დაიწყო და აღნიშნა, რომ მათი დავალება კამერების წინ უკვე შესრულებულია.

მანვე სხდომაზე 2023 წელს გაწეული საქმიანობა შეაფასა და შესრულებული სამუშაოების სტატისტიკა ძირითადი პრიორიტეტების მიხედვით წარმოადგინა.

ლევან არველაძემ მომავალი წლის ბიუჯეტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასში ასახულია ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვა-სოციალური და სხვა პრიორიტეტები.

გამოსვლის დროს საკრებულოს წევრმა მომავალი წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენის, საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

,,აქვე მინდა ვისაუბრო ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ მოვლენაზე - მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც კონსტიტუციის თანახმად, სრულად პროპორციული 5 % -იანი ბარიერით ჩატარდება, რაც ვფიქრობ, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისთვის.

სწორედ ამ არჩევნებზე ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო’’  მნიშვნელოვან გამარჯვებას მოიპოვებს და გააგრძელებს იმ სწორ, პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ამ წლების განმავლობაში ახორციელებდა’’, -განაცხადა ლევან არველაძემ და ქვეყნის მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.