ხელოვნების სასახლეში 12 დეკემბერს 19:00 საათზე გაიხსნება მხატვარ ნინო ფერაძის პერსონალური გამოფენა.
საშობაო გამოფენა მხატვრისთვის უკვე ტრადიციად იქცა, ხოლო აღნიშნული, ამ თემატიკისადმი მიძღვნილი უკვე მისი მე-9 პრსონალური გამოფენაა.
ნინო ფერაძესთან საუბრის დროს მან გამოფენის კონცეფცია ასე დაგვიხასიათა: „ეს დღესასწაული მიყვარს, როგორც შინაარსით, ასევე მთელი თავისი ვიზუალური დატვირთვით. იმ უამრავი თბილი და პოზიტიური ელემენტებით, რომელიც თან ახლავს: ფერითი კონტრასტებით (თოვლი პეიზაჟები, სიცივე, სახლი, სითბო, სინათლე, ნაძვის ხე...). ადამიანების მხიარული და საქმიანი ფუსფუსით. ახლის და ბედნიერების მოლოდინი. ზღაპრის მოლოდინი... ეს ყველფერი ამ ჯადოსნურ ღამეს უკავშირდება, ამიტომაც ავარჩიე ამ გამოფენის სათაურად სწორედ ეს სახელი - „შობის ღამე“. ამის გარშემო ტრიალებენ ჩემი ნახტების გმირები.“
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ოცდათამდე ნამუშევარი. უმეტესობა შესრულებულია ტილოზე აკრილის საღებავებით, სპეციალურად ამ გამოფენისათვის. ასევე წარმოდგენილი იქნება ქაღალდზე შესრულებული პატარა მინიატურები.