თბილისის მერი კახა კალაძე ტატო გრიგალაშვილს ოლიმპიადაზე წარმატებას ულოცავს.

„ძიუდოში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს პირველი ვერცხლის მედალი მოუპოვა.

ვულოცავ ტატოს ამ ბრწყინვალე ასპარეზობას!

წარმატებები და გამარჯვებები ჩვენს ოლიმპიელებს!“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

საქართველომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი მედალი მოიპოვა - ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა