თბილისის მერი კახა კალაძე ლაშა ტალახაძის ოლიმპიურ ჩემპიონობას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„დღევანდელი წარმატებული დღის ფინალი-მესამე ოლიმპიური ოქრო სამგზის ოლიმპიური ჩემპიონისგან.
გილოცავთ, ლაშა ტალახაძე კვლავ ოლიმპიური ჩემპიონია!
მადლობა ლაშას ამ გამარჯვებისთვის და საქართველოს გახარებისთვის!
ლაშა ტალახაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი სახელოვანი ძალოსანი დაუმარცხებელია.
წარმატებები ქართველ ოლიმპიელებს და საქართველოს!", - წერს კალაძე.

საქართველოს მესამე ოქროს მედალი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური თამაშების სამგზის ოქროს მედალოსანია!