ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შედეგად, სამედიცინო დაწესებულებებში სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებული აქციის ექვსი მონაწილე და 21 სამართალდამცველი გადაიყვანეს.
უწყების ცნობითვე, სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა 30-მდე პირს ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება.
„ჰოსპიტალიზებულ დაშავებულებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ერთ-ერთი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
დაშავებულთა ნაწილს სამედიცინო გამოკვლევები უტარდება და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.