თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესის მონაწილეებს მიესალმა. სიტყვით მიმართვისას თსუ რექტორმა საქართველოში ფილოსოფიური აზრის განვითარების ისტორიულ ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად საქართველოში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იმართება მსოფლიო კონგრესი, რომლის თემაა „სიკეთის იდეა და ზნეობრიობა ჰეგელის ფილოსოფიაში“. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.

მსოფლიო კონგრესს ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოებისა და კლასიკური გერმანული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 2024 წლის 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესს უმასპინძლებს, რომელიც ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების ეგიდით სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. ჰეგელის ფილოსოფიისა და მისი რეცეფციის ისტორიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოება „ჰეგელის საერთაშორისო კონფერენციას“ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მართავს.