ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე წარმატება უსურვა.

„ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო! წარმატებებს ვუსურვებ ყველა აბიტურიენტს! თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი არჩევანის წინაშე დგახართ. გისურვებთ, ეს გამოწვევა წარმატებით დაგეძლიოთ! თქვენ ახალ, მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამთ ცხოვრების ამ საინტერესო ეტაპზე. გახსოვდეთ, რომ ცოდნა, განათლება და პროფესიონალიზმი განაპირობებს ჩვენი ქვეყნის წარმატებულ მომავალს. ამ ქვეყნის მომავალი კი თქვენს ხელშია! მინდა საგანგებოდ გამოვყო ის აბიტურიენტები, რომელთაც არჩევანი თსუ-ზე - რეგიონში უძველეს და №1 უნივერსიტეტზე გააკეთეს. გისურვებთ წარმატებას! გელით თსუში!“- ნათქვამია ჯაბა სამუშიას განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება - წელს გამოცდებისათვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა