იუსტიციის სამინისტროში 15:00 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა. 

როგორ უწყების ანონსში ნათქვამი: "სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს გაფლანგა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი სახელმწიფო ბიუჯეტი და მის მიმართ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში გაიმართება ბრიფინგი 15:00 საათზე."

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ და  თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ექვივალენტი ლარში სასარგებლოდ გადახდა დააკისრა. 

 კეზერაშვილს, ასევე, დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ბაჟის გადახდა 3 000 ლარის ოდენობით.