საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილს ბრალი რუსეთში დაუსწრებლად წაუყენეს და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი კეზერაშვილს თაღლითობას ედავება.

"დავით შოთას ძე კეზერაშვილი რუსეთის ფედერაციის ძებნილთა ბაზაშია შეტანილი. ის საერთაშორისო ძებნაშია გამოცხადებული. მას თაღლითობაში ედება ბრალი, მოსკოვის სასამართლომ კეზერაშვილს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა". - წერია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

როგორც რუსული სამთავრობო მედია TACC წერს, სასამართლოში კეზერაშვილის წარმომადგენლებმა განაჩენი არ გაასაჩივრეს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში კეზერაშვილის წინააღმდეგ 2 საქმეა აღძრული.

2016 წელს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტირკინმა კეზერაშვილის წინააღმდეგ გამოძიება წამოიწყო, რომელშიც ყოფილ მინისტრს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში სამხედრო დანაშაულებში ედება ბრალი.