თბილისში მდებარე იუსტიციის სახლში თანამშრომელთა და მოქალაქეთა ევაკუაცია მიმდინარეობს.
შენობა საპატრულო პოლიციამ ყვითელი ლენტებით შემოსაზღვრა. გავრცელებული ინფორმაციით ანონიმური შეტყობინება შევიდა, რომ იუსტიციის სახლში ასაფეთქებელი ნივთიერებაა.
ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაკეთებულა.
"აიპრესი" შინაგან საქმეა სამინისტროს დაუკავშირდა, როგორც კი უწყებისგან ინფორმაციას მივიღებთ, მას მკითხველს შევთავაზებთ.