საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქუთაისში წყალბურთში საერთაშორისო ტურნირს დაესწრო, რომელსაც ოლიმპიური საცურაო აუზი მასპინძლობს.

„ქუთაისის თასის” ნახევარფინალში ერთმანეთს თბილისის „ტონუსი” და კვიპროსის „ლარნაკა” დაუპირისპირდნენ.

მატჩი თბილისის წყალბურთელთა გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 5:4 დასრულდა.

ფინალი და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია ქუთაისის ოლიმპიურ საცურაო აუზში 20 ოქტომბერს გაიმართება.

საერთაშორისო ტურნირი საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციისა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.