თავდაცვის მინისტრი დასავლეთის სარდლობის სამხედრო ქვედანაყოფების მონახულებას განაგრძობს. ირაკლი ჩიქოვანი სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა. მან ბაზის ინფრასტრუქტურა, ყაზარმები, საცხოვრებელი კორპუსები, მშენებარე ობიექტები, საკლასო ოთახები, ლაზარეთი, სპორტული დარბაზი, ბრიგადის სამხედრო ტექნიკა, განახლებული ავტოპარკი და ტერიტორიაზე მდებარე მუზეუმი დაათვალიერა.
თავდაცვის მინისტრი, ეროვნული გვარდიის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ რომან ჯოხაძესთან ერთად, სენაკში, საქართველოს ეროვნული გვარდიის 103-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე იმყოფებოდა.
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან, მის მოადგილესთან - გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ჯონი ტატუნაშვილთან და დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან ერთად, სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას ეცნობა.