"ბორჯომის ბაზრის" ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებული, თუმცა ამ დრომდეა ძლიერი დაკვამლიანება. ადგილზე 100-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. 

"ცეცხლი არის ლიკვიდირებული. პატარა კერებია, სადაც სამაშველო მუშაობს და, რა თქმა უნდა, თითოეულ მათგანს დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ. ზარალზე ადრეა საუბარი. არის კერძო ტერიტორია დამწვარი. ველოდებით დამატებით ინფორმაციას, თუ რა ფართობზეა საუბარი. ძლიერი დაკვამლიანებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა, რომ "თოდუას კლინიკიდან" მომხდარიყო პაციენტების გადანაწილება", - განაცხადა  თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა "ქართული ოცნებიდან", გივი ჩხარტიშვილმა.