ექიმებს მიშას მკურნალობა ერთჯერადი გადასხმებით კი არა, დეტოქსიკაციით უნდა დაეწყოთ - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.
„კატეგორიულად არ უნდათ ექიმებს აღიარონ ის, რომ ძირითადი მიზეზი მისი ასეთ მძიმე მდგომარეობაში ყოფნის, არის ის, რომ ადამიანი არის მოწამლული, მის ორგანიზმში არის მძიმე მეტალები და პირველ რიგში, მისი მკურნალობა, რაღაც ერთჯერადი გადასხმებით კი არ უნდა დაეწყოთ, არამედ უნდა დაეწყოთ დეტოქსიკაციით, - აღნიშნა ალასანიამ.