ჩემი შვილი ვერ ჭამს იმიტომ, რომ მოწამლულია, მძიმე მეტალები მის ორგანიზმშია და მისი გამოდენა არ მომხდარა - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.
"ვერ ჭამს, იმ კალორიებს ვერ იღებს რაც ეკუთვნის ამ სიმაღლის და მონაცემების ადამიანს. ბატონმა ზურაბ ჩხაიძემ თქვა, რომ დღეს 69 კგ. იყო, ხვალ შეიძლება 67 კილოგრამი იყოს, ზეგ კი 65. ექიმებს აქვთ ეს პასუხისმგებლობა და შიში, რომ ძალიან სწრაფად წავიდეს შეუქცევადი პროცესები. მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად გადაადგილდება ეტლით. ვერ ჭამს იმიტომ, რომ მოწამლულია და ეს მძიმე მეტალები მის ორგანიზმშია და მისი გამოდენა არ მომხდარა"- აცხადებს გიული ალასანია.