კლინიკის მთელი ვერტიკალი ტყუის, ექიმები ზეწოლის ქვეშ არიან - ჩემმა შვილმა ბოლო 4 დღეში 5 კილოგრამი დაიკლო - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მხოლოდ ბოლო 4 დღეში ჩემმა შვილმა 5 კილოგრამი დაიკლო და ახლა 68 კილოს იწონის - ეს კახექსიის შეუქცევადი პროცესია. ვითარების დამძიმება ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი, ამიტომ პრეზიდენტი 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ არის. ექთანი მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა მის პალატაში“ - აღნიშნა გიული ალასანიამ.