თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე გიორგი ტყემალაძის, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის, უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას უყარეს კენჭი.

გიორგი ტყემალაძე კოლეგებს და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს დაემშვიდობა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.


„მადლობა თითოეულ თქვენგანს. მადლობა მეგობრობისთვის, გვერდში დგომისთვის, ერთგულებისთვის. ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენთან ერთად მუშაობა. მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობიდან არ მივდივარ, ვრჩები დედაქალაქის სამსახურში. ჩვენი ერთობლივი საქმიანობა დედაქალაქისთვის მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.


დღესვე საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი.
„საკრებულომ აირჩია ღირსეული თავმჯდომარე - ზურა აბაშიძე. მინდა მას წარმატება ვუსურვო. ზურა არის თავისი საქმის პროფესიონალი, ძალიან გამოცდილი როგორც პოლიტიკაში, ასევე თვითმმართველობის საქმიანობაში. მერიასა და საკრებულოს შორის კარგი კოორდინაცია იყო და, რა თქმა უნდა, მომავალშიც