აქამდე ჩუმად წამლავდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს, ახლა ღიად აპირებენ მის მოკვლას - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ენმ-ის წევრმა, გიორგი ჩალაძემ ისაუბრა, რითაც კლინიკა „ვივამედის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„გეტყვით,რასაც ველოდებით „ვივამედის“ განცხადების მერე, აქამდე ჩუმად წამლავდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს, ახლა ღიად აპირებენ მის მოკვლას და შეუძლიათ, ერთ-ერთმა მისმა ბადრაგმა ტყვია ესროლოს, ეს განცხადება პირდაპირ ამას ემსახურება. რა თქმა უნა, ეს არ ნიშნავს, რომ იმ კლინიკაში ყველა არის უსინდისო და პუტინის მკვლელი, მაგრამ ეჭვი მაქვს დღევანდელი განცხადება რუსულიდან სიმონიანის ტექსტები ხომარის ნათარგმნი.
ეს არის პირველი პასუხი იმ მოახლოებულ სანქციებსა და საერთაშორისო რეაგირებაზე, რაც იყო, ასევე ეს არის ალიბის შექმნა, რადგან იციან პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა და გაქცევა უნდა კონკრეტულად „ვივამედს“, თავის არიდება ამ პრობლემისგან. ეს ასევე არის დასჯის მექანიზმი, ძალიან მკაცრი და პირდაპირ სასიკვდილოდ გადადება, მაშინ როცა იციან, რომ საკითხი მოგვარებულია. ახლა რა მოხდა, მინდა, პირდაპირ ეთერში ვთქვა, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში შემდგარია სრული კომუნიკაცია ყველა წამყვან სააგენტოს ხელმძღვანელებთან, ყველანი საქმის კურსში არიან. დიდი იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური და დიპლომატიური ქმედებისთვის საკმარისი დრო გვეყოფა, რათა პრეზიდენტ სააკაშვილს ცოცხალს მივუსწროთ. ამას მოყვება ძალიან კონკრეტული შედეგები. პრეზიდენტ სააკაშვილს კლავენ, მინდა, ეს ვთქვა, ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლებისთვის, პრეზიდენტ სააკაშვილს, აი, ახლა დეკლარირებულად კლავენ.
სავარაუდოდ, ხვალ გაჟღერდება მნიშვნელოვანი ამბავი უკვე ნორვეგიიდან, ქალბატონი გიული და პრეზიდენტ სააკაშვილის ოჯახის წევრები მიდიან ნორვეგიაში, პრეზიდენტი სააკაშვილი დაჯილდოებულია დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ხელშეწყობებისთვის ისეთი ჯილდოთი, რომელიც უტოლდება „ნობელს“. ეს დაჯილდოება გაიმართება შაბათს და ამის შესახებ ძალიან კარგად იციან ბიძინა ივანიშვილმა და სიმონიანმა. აი, ამაზე სკდებიან ბოღმით და ეს არის კიდევ ერთი შურისძიება“, – განაცხადა ჩალაძემ.
“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.
შეგახსენებთ, რომ კლინიკა „ვივამედმა“ გაავრცლა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „ის სიმპტომური მკურნალობა, რაზედაც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში“.