„მე მინდა ბატონი რატი ბრეგაძის განცხადებას გამოვეხმაურო, როგორც შეამჩნევდით გუშინ ჩემს ინტერვიუში საკმარისზე მეტად მოზომილი ვიყავი და შევეცადე, რაც შეიძლება ნაკლები ინფორმაცია მიმეცა პრესისთვის, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, იგივე ნაბიჯები არ არის გადადგმული იუსტიციის მინისტრის მხრიდან. დღევანდელი ინფორმაცია, რაც მან გააჟღერა, არის ტყუილი, ეს არის ძალიან მოკლე ფეხებიანი, სულ ერთ საათიანი ტყუილი, რომელიც არ მტკიცდება მისივე უწყებისგან მიღებული დასტურით, რომ განცხადება რეგისტრირებული არის იუსტიციის სამინისტროში." - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩალაძემ გამართულ ბრიფინგზე.
:ბატონო რატი, მინდა მოგმართოთ თხვონით და გაგაფრთხილოთ, რომ ნებისმიერი ცრუ ინფორმაცია ან არასწორი ინტერპრეტაცია ნებისმიერი საკითხისა, ზუსტად ასეთივე გამოხმაურებას პოვებს ჩვენგან, მაგრამ ეს არ არის ჩვენ მიზანი. ჩვენი მიზანი არის ის, რომ ძალიან მოკლე დროში მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილთან პრემიერ მინისტრ, ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ დადებული პირობის შესრულება, რომელიც მან მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე დადო, შემდეგ კი თქვენი პირობა ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებთან, რომელიც დემარშის შემდეგ იქნა დადებული, რომ დაუშვებდით პრეზიდენტ სააკაშვილთან სამედიცინო მისიას, ევროკავშირის სამედიცინო მისიას, რომლის ინიციატორიც არის პოლონეთის მხარე. მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი არის წითელი ხაზი ყველასთვის ევროკავშირში. თქვენ იცით, რომ გასული დღეების განმავლობაში ვიმყოფებოდით ძალიან მაღალი დონის შეხვედრებზე და ყველგან ცალსახად, საჯაროდ გამოთქმული იყო, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი არის ის საკითხი, რასაც შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს. ამიტომ, მოგიწოდებთ, ყოველგვარი საჯარო, არასწორი ინტერპრეტაციების გარეშე, საქმით დავკავდეთ და არ დავიწყოთ ამ ფურცლებით „ხმალაობა“, რომლითაც სამწუხაროდ, თქვენი ინიციატივით ახლა მე მიწევს გამოვიდე და თქვენი არასწორად გავრცელებული ინფორმაცია, ტყუილი საჯაროდ ვამხილო. ძალიან გთხოვთ, ჩვენი ქვეყნის ბედით ასე, თვითნებურად ნუ ითამაშებთ.“ - განაცხადა გიორგი ჩალაძემ