საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში დიდიე ტღებიუკთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მინისტრმა გაეროს მუდმივ კოორდინატორს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას საქართველოში განათლების სფეროს განვითარების მხარდაჭერისთვის.
გიორგი ამილახვარმა სტუმარს სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებზე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, ასევე, ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები და სამომავლო გეგმები გააცნო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს გაეროსთან მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს და აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდა.
თავის მხრივ, დიდიე ტღებიუკმა დადებითად შეაფასა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და მინისტრს ახალი ინიციატივების განხორციელების საქმეში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.