უნივერსალური სიმართლეა - „თუ არ იცი, როგორ მოიქცე, კარგად მოიქეცი“- ამის შესახებ ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
„ძველი გამოთქმაა:"თუ არ იცი, როგორ მოიქცე, კარგად მოიქეცი".
შემჩნეულია, რომ ეს უნივერსალური სიმართლეა და შეიძლება ნებისმიერ დროს გამოგადგეს.
დედამიწაზე ჯერ არ უცხოვრია ადამიანს, რომელსაც ღმერთი ამას მუდმივად არ კარნახობდეს.
ამ მოკარნახეს სინდისი ჰქვია და მას ყოველდღე შენთან ერთად ეღვიძება“,- წერს გია მურღულია.