სხვათა პროფესიონალი შემზღუდველები, ძალიან ენდობიან საკუთარ თავებს და იმასაც, რომ "ჭეშმარიტია ის, რაც მე მინდა" - ამის შესახებ ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
„ზოგი აზროვნებას კრძალავს.ზოგი - ლაპარაკს.
ზოგი - ცხოვრებას.
მოკლედ, სხვათა პროფესიონალი შემზღუდველები ძალიან ენდობიან საკუთარ თავებს და იმასაც, რომ "ჭეშმარიტია ის, რაც მე მინდა".
ერთი ძველი ანეკდოტი კარგად გამოხატავს ამ ამბავს: სამი კაცი ლაპარაკობს.
პირველი:
- მე ღმერთმა გამომაგზავნა დედამიწაზე წესრიგის დასამყარებლად.
მეორე:
- არა, შენ კი არა, სწორედ მე გამომაგზავნა ღმერთმა ამ საქმის აღსასრულებლად.
მესამემ მშვიდად განზე გაიხედა და თქვა:
- ტყუილია, არსადაც არ გამიგზავნიხართ“ - წერს გია მურღულია.