ბუნება სამართლიანია - ის თანაბრად ანაწილებს ნიჭიერებას დროსა და სივრცეში. არცერთი დრო არ არის, ამ მხრივ, სხვებზე აღმატებული. - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
"ამიტომ, უფრო გვიან დაბადება წინასწარი უპირატესობა არ არის. იცხოვრე და შექმენი ასეთი უპირატესობის გარეშე - ეს არის ყველაზე ღირსეული ფიქრიც და ქცევაც.
P.S. ჰო - ის პასუხისმგებლობასაც ანაწილებს, თუმცა უფრო უსამართლოდ." - წერს გია მურღულია.