მთავარი ის არის, შენი სამშობლო თავისუფალი რომ იქნება, შენ ვინ იქნები - ადამიანი და ქვეყანა თანაბრად ანიჭებენ ერთმანეთს აზრს. "ბოროტი კაცი დანიაშიც ბოროტი არის", - წერია "ჰამლეტში". - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში.
"ლუარსაბ თათქარიძე საფრანგეთშიც ლუარსაბია. იყავი თავისუფალი სამშობლოს ღირსი და მაშინ მთელი სამყაროს ღირსიც იქნები.ცხოვრება პიროვნული პასუხისმგებლობაა და არა (უბრალოდ ან მუდმივად) კოლექტიური თავშესაფარი." - წერს გია მურღულია.