ის ერთი კარგი ბიჭი, ბურთის გასაკვირი თამაშით, კვირაში ერთხელ საათ-ნახევრით არიგებს ხოლმე ყველაფერზე მოჩხუბარ ქართველებს - ამის შესახებ ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
„ის ერთი კარგი ბიჭი, ბურთის გასაკვირი თამაშით, კვირაში ერთხელ საათ-ნახევრით არიგებს ხოლმე ყველაფერზე მოჩხუბარ ქართველებს.
რა ცოტა გვჭირდება, რომ ერთმანეთს გავუგოთ და ჩვენს ქვეყანას საერთო ძალისხმევით შევეწიოთ.
ჰოდა, ის "ცოტა" იპოვა ხვიჩა კვარაცხელიამ.
არც გაამპარტავნებულა, ეს რა ვქენიო - მართლა კარგი ბიჭია. ქართველია!“- წერს გია მურღულია.