წუთისოფელი სიკეთის პოვნის, შეცნობისა და კეთების ადგილი და დროა. თუ გსურს, მარადისობა არ შეურაცხყო, სიკეთე იპოვე, შეიცანი და გააკეთე - ამის შესახებ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, რომ თუ ადამიანს მადლიერების გრძნობა არ გააჩნია, ის ვერ ხედავს სიკეთეს, ან გულგრილია მის მიმართ, ან საერთოდ უარყოფს.

თუ ადამიანს მადლიერების გრძნობა არ გააჩნია, ის ვერ ხედავს სიკეთეს, ან გულგრილია მის მიმართ, ან საერთოდ უარყოფს.

პირველ შემთხვევაში (ვერ ხედავს) ზნეობრივად ბრმაა, მეორეში (გულგრილია) - სრული ეგოისტი, მესამეში (უარყოფს) - ბოროტების სისავსე.სამივე ნამდვილი ადამიანური ბუნების დაცემაა.

შენ რომ დაკარგო, სიკეთე მაინც გიპოვის - ღმერთის მზერის მიღმა ხომ არავინ და არაფერია, მაგრამ თუ ამის შემდეგაც ვერდამნახავი, გულგრილი და უარმყოფელი იქნები, ძალიან შეგრცხვება - ოღონდ აქ არა.

წუთისოფელი სიკეთის პოვნის, შეცნობისა და კეთების ადგილი და დროა.

თუ გსურს, მარადისობა არ შეურაცხყო, სიკეთე იპოვე, შეიცანი და გააკეთე.

ბავშვებს სკოლაში მათემატიკაზე, ფიზიკაზე, ქიმიაზე, ბიოლოგიაზე, ისტორიაზე, გეოგრაფიაზე, ლიტერატურასა და უცხო ენებზე ადრე ეს უნდა ასწავლო - რაღაცის მცოდნე ჯერ ადამიანად უნდა აღიზარდოს.

ფუჭია ცოდნა, თუ "კაცი კაცად არ ვარგა".

ამაოებაა ცხოვრება, თუ ადამიანი საკუთარ თავში ღმერთს არ იპოვის.