ჩვენ ხანდახან იმდენი ჭკუა და პასუხისმგებლობაც არ გვაქვს, ფეხბურთს რომ ეყოს - მოედანზეც და მის გარეთაც, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფილოლოგი გია მურღულია წერს.
„იქმნება მყარი შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ხანდახან იმდენი ჭკუა და პასუხისმგებლობაც არ გვაქვს, ფეხბურთს რომ ეყოს - მოედანზეც და მის გარეთაც.
რატომღაც ეს "ქართულ ნორმაში" ჯდება და "მერე რა მოხდას" სივრცეში მშვენივრად გრძნობს თავს.
ჩვენ შეგვიძლია ლმობიერები და მიმტევებლები ვიყოთ საქართველოს ხარჯზე.
ალბათ, ძნელია ამის აღიარება, მაგრამ ეს აღზრდის პრობლემაა“,- წერს გია მურღულია.