2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო!
პირველ დღეს განაწილებულ აბიტურიენტთაგან გამოცხადდა 93%-ზე მეტი. საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
არის ერთი დაგვიანების შემთხვევა. ამიტომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას - ცენტრის მისამართსა და გამოცხადების დროს.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!
შეგახსენებთ, დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება - წელს გამოცდებისათვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა