გაიცანით, ლატარიის მოთამაშეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი ადამიანი - რომან არახამია, რომელმაც პირველად ნაყიდ მომენტალურ ლატარია “შვიდიანში” 20 000 ლარი მოიგო! - ამის შესახებ ინფორმაციას „სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ლა­ტა­რია’’  ავრცელებს.

24 წლის რომან არახამიამ ყველაზე იღბლიანი შესყიდვა ქალაქ ფოთში მდებარე Nikora Supermarket • ნიკორა სუპერმარკეტი-ში განახორციელა. პროდუქტებზე შესულმა ხურდაში გადასაფხეკი ლატარია ,,შვიდიანი’’ შეიძინა და მომენტალურად 20 000 ლარი მოიგო.

რომან არახამია პროფესიით შემდუღებელია, ახლად მოყვანილ მეუღლესთან ერთად კორპუსის ბინაში ცხოვრობს, ოჯახმა ბინა იპოთეკით რამდენიმე თვის წინ შეიძინა, სწორედ ბანკის ვალდებულების გასტუმრებას მოხმარდება ლატარიაში მოგებული თანხაც.

„ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, ხურ­და­ში მორ­ჩე­ნი­ლი ფუ­ლით პირ­ვე­ლად ცხოვ­რე­ბა­ში შე­ვი­ძი­ნე ლა­ტა­რია, თა­ნაც მხო­ლოდ ერთი ბი­ლე­თი, მო­გე­ბას არც ვე­ლო­დი, და უცებ აღ­მოჩ­ნდა, რომ 20 000 ლარი მო­ვი­გე, მარ­თლა სას­წა­უ­ლი მოხ­და ჩემს თავს, უზო­მოდ მად­ლო­ბე­ლი ვარ ლა­ტა­რი­ის კომ­პა­ნი­ის’’ -ამ­ბობს რო­მან არა­ხა­მია.