დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.  პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.

22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან  ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას  21 და 22 ივლისს  ჩააბარებენ. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა;მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი

აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ასე გამოიყურება:

ისტორია აირჩია 18 900-ზე მეტმა  აბიტურიენტმა;
მათემატიკა აირჩია 13 700-ზე მეტმა  აბიტურიენტმა;
გეოგრაფია აირჩია  2 300-მა  აბიტურიენტმა;
ლიტერატურა აირჩია 1 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
სამოქალაქო განათლება აირჩია  2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ქიმია აირჩია 2 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ფიზიკა აირჩია  900-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ბიოლოგია აირჩია  3 200- ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ხელოვნება აირჩია 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების დეტალური განრიგი

მასწავლებლის გამოცდების დეტალური განრიგი

საერთო სამაგისტრო გამოცდის დეტალური განრიგი

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის დეტალური განრიგი

2025 წელს, ისევე როგორც წინა წლებში, საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სულ მალე დაიწყებს შესაბამისი ინვენტარით საგამოცდო ცენტრების აღჭურვას. 

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი  

3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყება - 2025 წლის გამოცდების განრიგი 

3 ივლისიდან 1 აგვისტომდე საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები ამოქმედდება 

რა უნდა ვიცოდეთ საგამოცდო პროცესის შესახებ? - აქტუალური კითხვები და პასუხები