რეჟისორ ელდარ შენგელაიას დაბადებიდან 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში მისი ფილმების რეტროსპექტივა 1 თებერვალს „არაჩვეულებრივი გამოფენით“ გაიხსნა.

5 თებერვლის ჩათვლით რეტროსპექტივის ფარგლებში მაყურებელი ასევე იხილავს ფილმებს: „თეთრი ქარავანი“ (1963 წ.), „მიქელა“ (1965 წ.), ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (1983 წ.), „სავარძელი“ (2017 წ.), „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1977 წ.), „შერეკილები“(1973 წ.) და „მრავალჟამიერი“ (ტრილოგია)(2022 წ.).

 

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული კინოცენტრი.

 

რეტროსპექტივაზე დასწრება თავისუფალია.