დანიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე კოპენჰაგენის მერს, იენს კრისტიან ლუტკენს შეხვდა.
შეხვედრაზე კულტურის მიმართულებით სხვადასხვა საკითხი განიხილეს. ისაუბრეს ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე, კერძოდ, სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში, ახალგაზრდა ხელოვანების ხელშეწყობისთვის გაცვლითი პროგრამების დანერგვის შესაძლებლობაზე.