„ეფეს საქართველომ“ მცხეთის სატყეო უბნის, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ფერდობის 3000 კვ/მ-მდე ფართობის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები დაიწყო. ხეების დარგვის პროცესში, რომელიც გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს მიეძღვნა, ჩაერთნენ კომპანიის თანამშრომლები, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ „ეფეს საქართველო“ „ტყის მეგობრის“ პროგრამის ფარგლებში აღდგენილი ფართობის ხანგრძლივვადიან მოვლაზეც იზრუნებს.
სწორედ გარემოზე კომპანიის ზეგავლენის შესამცირებლად, „ეფეს საქართველო" პირველი კომპანია იყო, რომელიც 2023 წელს ჩაერთო საქართველოს ტყეებზე ზრუნვის მოხალისეობრივ პროგრამაში "ტყის მეგობარი". კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბრენდმა EFES Special თიანეთის სატყეო უბნის სიმონიანთხევის კვარტალში მდებარე 12 ჰექტარი ტყის განახლებაზე ზრუნვა და ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები ამავე წელს დაიწყო. პროექტის შედეგად გაიხარებს 36 000 ხე, შემცირდება სათბური აირების ემისია. მნიშვნელოვანია, რომ „ეფეს საქართველო" პროგრამის ფარგლებში აღდგენილი ფართობის ხანგრძლივვადიან მოვლაზეც იზრუნებს.
წელს, „ეფეს საქართველოსა" და „ეროვნულ სატყეო სააგენტოს" შორის მორიგი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, ლუდი EFES Special სააგენტოსთან თანამშრომლობით განაგრძობს საქართველოს ტყეებზე ზრუნვას და 2025 წელს, მცხეთის სატყეო უბნის, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ფერდობის 3000 კვ/მ-მდე ფართობის აღდგენა-განაშენიანებას შეუდგება. პროექტის ფარგლებში აღდგება არსებული ეკოსისტემა და დედაქალაქთან ახლოს შეიქმნება ახალი მწვანე, რეკრეაციული სივრცე, რაც მოიცავს 25 306 გახარებულ ხეს, რომელიც 1226,4 ტონა ჟანგბადს გამოიმუშავებს.
„მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება „ეფეს საქართველოსთვის“ დეკლარირებული პრიორიტეტია, განსაკუთრებით გარემოს დაცვის მიმართულებით. „ეფეს საქართველო“ პირველი კომპანიაა, რომელიც ჩაერთო საქართველოს ტყეებზე ზრუნვის მოხალისეობრივ პროგრამაში „ტყის მეგობარი“. გარდა ამ ჩართულობისა, რაც გულისხმობს ტყის განახლების დაფინანსებასა და ხელშეწყობას, EFES Special-ის კომუნიკაცია სრულად ეფუძნება გარემოსდაცვით კამპანიას. ლუდის შეფუთვაზე დატანილი QR კოდის სკანირებით მომხმარებელს აქვს საშუალება გაეცნოს ტყეზე ზრუნვის მოხალისეობრივ პლატფორმას „ტყის მეგობარი“, სურვილის შემთხვევაში მასაც ეძლევა შესაძლებლობა გააკეთოს დონაცია და გახდეს „ტყის მეგობარი,“ - განმარტავს „ეფეს საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ქეთევან ჟვანია.
Efes Special განსაკუთრებული ლუდის სერიაა, რომელიც ახალი ტექნოლოგიით იხარშება. ხანგრძლივი ხარშვის, ცივი ფილტრაციისა და დავარგების შედეგად კი, სასმელი მსუბუქ და რბილ გემოს იძენს. გამორჩეული შეფუთვა, გემო და ღია ფერის ლუდი მომხმარებელს ახალ გამოცდილებასაც სთავაზობს.
შემოგვიერთდი! გახდი ტყის მეგობარი EFES SPECIAL-თან ერთად!
EFES Special საქართველოს ტყეებზე ზრუნვას განაგრძობს
ცნობისათვის, „ტყის მეგობარი" საქართველოს ტყეზე ზრუნვის, მოვლისა და აღდგენისთვის საზოგადოების გაერთიანების მიზნით შეიქმნა. „ტყის მეგობარი" გაეროს განვითარების პროგრამის ბიომრავალფეროვნების საფინანსო ინიციატივის (BIOFIN) ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა და მისი ძირითადი პარტნიორი ეროვნული სატყეო სააგენტოა.
შევხვდებით ჩვენს აღდგენილ ტყეში!