ძუძუს კიბოს კონტროლისა და შედეგების პოლიტიკის გაუმჯობესების საკითხებზე, ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და წარმომადგენლებს შორის, შეხვედრა გაიმართა.
მხარეებმა, ის შესაძლებლობები განიხილეს, რაც საქართველოში ძუძუს კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკასა და ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებაზე იქნება ორიენტირებული.
ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ გახსნა.
მისი განცხადებით, მომზადდა რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც უახლოეს მომავალში, უწყების სტრატეგიულ გეგმებსა და პროგრამებში აისახება.
ქართველი და უცხოელი ექსპერტების შექმნილი დოკუმენტი, ქვეყანაში, ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სიკვდილიანობის შემცირებისთვის აუცილებელ სერვისებზე ეფექტურ წვდომას უზრუნველყოფს.
შეხვედრას პარლამენტის წევრები ირმა ზავრადაშვილი და ნინო წილოსანი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები, ექსპერტები და პროფესიული ასოციაციებიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.